ბულვარული პრესის ჟურნალისტები ჭორების გავრცელების ამბავში ხშირად რომ სცოდავენ – ეს ჭეშმარიტება მას მერე კიდევ ერთხელ დადასტურდა, როდესაც გაირკვა, რომ ბრაზილიელი ახალგაზრდა ფეხბურთელის, ნეიმარის თავის სატრფოსთან დაშორება მხოლოდ დროებითი მოლენა იყო და ამაში ბულვარული მედია აქტიურად მონაწილეობდა.
რამდენიმე დღის წინ, ნეიმარმა ოფიციალურად განაცხადა, რომ თავის გულისსწორს, მოდელსა და მსახიობს, ბრუნა მერკეზინის შეურიგდა და მათ შორის ყველა გაუგებრობა უკვე აღმოფხვრილია. ბრაზილიელმა მეგოლემ ისიც თქვა, რომ მათი დაშორების მიზეზი ზოგიერთი ჟურნალისტის მიერ აგორებული ჭორები იყო.
”ყვითელი” მედიის ამბები ყველას კარგად მოგეხსენებათ, მაგრამ ნეიმარიც რომ არაა “უცოდველი კრავი” - ესეც ნამდვილია. უკანასკნელ პერიოდში იმდენი ლამაზმანი ამბობს ნეიმართან ვიკოტრალეო, მათი ნახევარიც კი მართალი რომ იყოს, მართლაც რთული იქნება ამ ბიჭთან ერთგულებაზე საუბარი.