კატალონიის “ბარსელონას” ფორვარდმა ნეიმარმა განაცხადა, რომ საფეხბურთო კარიერის დასრულებას მშობლიურ “სანტოსში” გეგმავს. ამის შესახებ 21 წლის ბრაზილიელმა Goal-თან ისაუბრა.
“გადაწყვეტილია, რომ კარიერას “სანტოსში” დავასრულებ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვა ბრაზილიურ კლუბში არასდროს ვითამაშებ. რაც შეეხება “ბარსელონაში” გადასვლას, ეს ტრანსფერი ფულის გამო არ შემდგარა. მინდოდა, ძალები სხვა ჩემპიონატში მომესინჯა, ჩემპიონთა ლიგაში მეთამაშა და განვვითარებულიყავი”, - განაცხადა ბრაზილიელმა.
შეგახსენებთ, რომ “ბარსელონამ” ნეიმარი გასულ ზაფხულს “სანტოსისგან” შეიძინა.