ფეხბურთი

3:09 | 27.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარი „ელ კლასიკოში“ მოინათლა

შაბათს, ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მიმდინარე სეზონის პირველი „ელ კლასიკო“ ჩატარდა. დღის ყველაზე მნიშვნელოვან საფეხბურთო მოვლენას უმასპინძლა „კამპ ნოუმ“, რომელზეც დაახლოებით 100 ათასი მაყურებელი შეიკრიბა.

შეიძლება ითქვას, მატჩმა მოლოდინი გაამართლა, რადგან თამაში მაღალ ტემპში მიმდინარეობდა და ფეხბურთელებმაც არაერთხელ მოახერხეს ოსტატობის დემონსტრირება. გუნდებმა საწყისი წუთები ერთმანეთის დაზვერვას მოანდომეს, მაგრამ კატალონიელთა სათამაშო უპირატესობა მაინც გამოიკვეთა.

„ბარსელონამ“ ბურთის ჩვეული გორება დაიწყო და მე–19 წუთზე, გოლიც იზეიმა – კატალონიელთა ახალწვეული ნეიმარი შესაფერის მომენტს დაელოდა და ბურთი დიეგო ლოპესის კარში გადაგზავნა. აქვე უნდა ითქვას, რომ ამ მატჩის დამატებითი ინტრიგა ნეიმარისა და ბეილის დაპირისპირებაც გახლდათ. მოგეხსენებათ, „ბარსელონამ“ და „რეალმა“ ხსენებულ ფეხბურთელებში ძალზე სოლიდური თანხები გადაიხადეს და ორივე მათგანი „ელ კლასიკოში“ პირველად იღებდა მონაწილეობას.

მადრიდელებს რამდენჯერმე ჰქონდათ კატალონიელთა კარის აღების შანსი, მაგრამ არ უმართლებდათ. რიგ ეპიზოდებში, მასპინძელთა მეკარე ვიქტორ ვალდესი ყოჩაღობდა, რომელმაც კრიშტიანუ რონალდუს რამდენიმე რთული ბურთი აუღო. გოლთან ახლოს იყო კარიმ ბენზემა, რომელმაც ბურთი ხარიხას გაარტყა.

78–ე წუთზე, შეცვლაზე შესულმა ალექსის სანჩესმა ჩინებული გოლი გაიტანა – ჩილელმა მადრიდელთა მეკარე დიეგო ლოპესი მოძრაობაზე დაიჭირა და ბურთი თავზე ეფექტურად გადაუგდო. ამგვარად, მასპინძლები 2–ბურთიან უპირატესობას დაეუფლნენ და როგორც მოსალოდნელი იყო, 3 ქულა აღარც დაუთმიათ.

მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, რონალდუმ თანაგუნდელი ხესე გაიყვანა დასარტყმელ პოზიციაზე, ესპანელმა კი, ანგარიშში სხვაობის შემცირება შეძლო, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა – 2:1.

უიღბლო დღე ჰქონდა მეორე კატალონიურ კლუბს – „ესპანიოლს“, რომელიც „ლევანტეს“ ეწვია და შინ უქულოდ დაბრუნდა. მასპინძლებმა მეტოქეს 3 უპასუხო ბურთი გაუტანეს და დამსახურებულად იმარჯვეს.

ბევრისთვის მოულოდნელად, ვიგოს „სელტამ“ „მალაგა“ მისსავე კედლებში გაანადგურა. ვიგოელებმა მასპინძელთა კარი 5–ჯერ აიღეს, ანდალუსიელებმა კი, პრესტიჟის გოლიც კი ვერ გაიტანეს.

რაც შეეხება დღის მეოთხე მატჩს, „ელჩემ“ „გრანადასთან“ საშინაო მატჩი მინიმალური ანგარიშით დათმო.

 

ბარსელონა. „კამპ ნოუ“. 98761 მაყურებელი

ბარსელონა – რეალი 2:1 (1:0)

ბარსელონა: ვალდესი, პიკე, ადრიანო, ალვესი, მასკერანო, ფაბრეგასი (სანჩესი 70), ჩავი, ინიესტა (სონგი 77), ბუსკეტსი, მესი, ნეიმარი (პედრო 84).

მწვრთნელი: ხერარდო მარტინო

რეალი: ლოპესი, ვარანი, პეპე, რამოსი (ილიარამენდი 56), მარსელო, კარვახალი, ხედირა, ბეილი (ბენზემა 61), მოდრიჩი, დი მარია (ხესე 76), რონალდუ.

მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი

გოლი: 1:0 ნეიმარი (19), 2:0 სანჩესი (78), 2:1 ხესე (90)

გაფრთხილება: ბუსკეტსი (7), ადრიანო (35) – რამოსი (17), ბეილი (45), ხედირა (59), მარსელო (64), რონალდუ (80)

კარში დარტყმა: 12 (5) – 10 (6) ჯარიმა: 19 - 16 კუთხური: 4 - 3 თამაშგარე: 3 - 1 ბურთის ფლობა: 55% - 45% სეივი: 5 – 3

 

მალაგა. „ლა როსალედა“. 31000

მალაგა – სელტა 0:5 (0:2)

მალაგა: კაბალიერო, ველიგტონი, ანტუნეში, ხამესი, ჩენი, ტისონე, დუდა (პავლოვსკი 65), კამაჩო (ანდერსონი 46), პორტილიო, სანტა კრუსი, ელ–ჰამდაუი (მორალესი 46).

მწვრთნელი: ბერნდ შუსტერი

სელტა: იოელი, კაბრალი, მალიო, ფონტასი, ორტენეჩე, ოუბინია, ფერნანდესი (როდრიგესი 78), ლოპესი (მადინდა 74), მინა (ორელიანა 65), ნოლიტო, შარლესი.

მწვრთნელი: ლუის ენრიკე

გოლი:  0:1 ლოპესი (6), 0:2 ფერნანდესი (23), 0:3 ლოპესი (64), 0:4 ნოლიტო (73), 0:5 შარლესი (81)

გაფრთხილება: ხამესი (77), პავლოვსკი (87)

კარში დარტყმა: 6 (1) – 16 (9) ჯარიმა: 14 - 11 კუთხური: 5 - 6 თამაშგარე: 3 - 1 ბურთის ფლობა: 47% - 53% სეივი: 4 – 1

 

ელჩე. „მანუელ მარტინეს ვალერო“. 25000

ელჩე – გრანადა 0:1 (0:1)

ელჩე: ერერა, სუარესი, ბოტია, ლომბანი, ჩავესი (ბოაკე 55), პერესი (სანჩესი 74), მანტეკონი, მარკესი (ნიხესი 82), ხილი, კორომინასი, მანუ.

მწვრთნელი: ფრან ესკრიბა

გრანადა: რობერტო, ნიომი, მაინსი, ფულკე, მურილიო, რიკო, რესიო, იტურა, ბრაიმი (კოეფი 85), პერეირა (ანგულო 79), იგალო (რიკი 74).

მწვრთნელი: ლუკას ალკარასი

გოლი:  0:1 იტურა (26)

გაფრთხილება: მარკესი (30), სუარესი (90) – იტურა (13), რობერტო (71), ნიომი (89)

კარში დარტყმა: 8 (1) – 14 (3) ჯარიმა: 12 - 8 კუთხური: 5 - 4 თამაშგარე: 2 - 1 ბურთის ფლობა: 57% - 43% სეივი: 2 – 1

 

ვალენსია. „სიუდად დე ვალენსია“. 8500

ლევანტე – ესპანიოლი 3:0 (2:0)

ლევანტე: ნავასი, ნავარო, ხუანფრანი, ლოპესი (ვინტრა 84), როდასი, დიოპი (ელ–ადუა 61), ელ–ზჰარი, სიმანი, კსუმეტრა, გარსია (ივანშიცი 46), დიავარა.

მწვრთნელი: ხოაკინ კაპაროსი

ესპანიოლი: კასილია, სიდნეი, მორენო (კოლოტო 58), ფუენტესი, ლოპესი, სიმაუ (კორდობა 46), სანჩესი, ლოპესი, გარსია, სტუანი (ლანსაროტე 67), პიცი.

მწვრთნელი: ხავიერ აგირე

გოლი:  1:0 ელ–ზჰარი (26პ.), 2:0 დიავარა (27), 3:0 ელ–ზჰარი (51)

გაფრთხილება: ნავასი (29), ხუანფრანი (73) – სანჩესი (24), მორენო (58), გარსია (72), ლანსაროტე (75), პიცი (86)

კარში დარტყმა: 6 (3) – 20 (6) ჯარიმა: 14 - 23 კუთხური: 3 - 11 თამაშგარე: 1 - 0 ბურთის ფლობა: 36% - 64% სეივი: 6 – 0

0.227578