უკანასკნელ პერიოდში, ევროპული მედიასაშუალებები ბრაზილიური “სანტოსის” ვარსკვლავ ნეიმარს თითქმის უკვე კატალონიის “ბარსელონაში” გადასულად მოიხსენიებდნენ, რაც, როგორც ირკვევა, სიმართლე არაა. AS-თან საუბარში, თავად ბრაზილიელმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე, სამშობლოს დატოვებას არ გეგმავს.
“ახლა, “ბარსელონაში” გადასვლა ნამდვილად არ მაინტერესებს. ეს ძალიან ძლიერი კლუბია, მაგრამ “სანტოსში” ყველაფერი მაკმაყოფილებს. სადღეისოდ, კლუბის შეცვლის ვარიანტს არც კი განვიხილავ. ბრაზილიაში თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ და ევროპაში წასვლის აუცილებლობას ვერ ვხედავ”, - განაცხადა ბრაზილიის ნაკრების შემტევმა.
ევროპულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ნეიმარის სატრანსფერო ღირებულება 45 მილიონი ევროა.