“მანჩესტერ სიტის” სამწვრთნელო შტაბი ტრავმირებულ ალვარო ნეგრედოს უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის განაცხადში არ შეიყვანს. ამის შესახებ ბრიტანული მედია იუწყება.
უეფამ განაცხადში ფეხბურთელთა რაოდენობა 21-მდე შეამცირა და “ქალაქელებს” რეზერვის მაქსიმალურად გამოყენება სურთ. მოგეხსენებათ, ესპანელმა ფეხი მოიტეხა, რის გამოც ოპერაცია დასჭირდა და მოედანს 3 თვით დაემშვიდობა.
თუკი “სიტი” უეფას ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში გააღწევს, განაცხადში ცვლილებების შეტანა და ნეგრედოს ტურნირში ჩართვა შეეძლება.