ფეხბურთი

3:35 | 2.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ნეგრედომ „ვალენსიას“ ჩემპიონთა ლიგის გზა მოუჭრა

ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 2012–2013 წლების სეზონიც დასრულდა... კატალონიის „ბარსელონამ“ მადრიდის „რეალის“ შარშანდელი რეკორდი გაიმეორა და 100 ქულა დააგროვა. ბოლო ტურამდე გაურკვეველი იყო, ვინ დაიკავებდა მე–4 ადგილს და მოიპოვებდა უეფას ჩემპიონთა ლიგაში თამაშის უფლებას. დღევანდელი დღის შემდეგ, პირველი ოთხეული ასეთია: „ბარსელონა“, „რეალი“, „ატლეტიკო“, „სოსიედადი“. რაც შეეხება ქვედა სამეულს, „მალიორკა“, „დეპორტივო“ და „სარაგოსა“ მომდევნო სეზონიდან სეგუნდა დივიზიონში ითამაშებენ.

ყველაზე დაძაბული და უხვგოლიანი მატჩი „რამონ სანჩეს პისხუანზე“ შედგა, სადაც „სევილიამ“ მე–4 ადგილისთვის მებრძოლ „ვალენსიას“ უმასპინძლა. მატჩის გმირი ანდალუსიელთა ფორვარდი ალვარო ნეგრედო გახდა, რომელმაც „ღამურებს“ პოკერი შეუსრულა. სათქმელია ისიც, რომ მთავარმა არბიტრმა რიგ ეპიზოდებში მეტად საკამათო გადაწყვეტილებები მიიღო.

მატჩი ვალენსიელთათვის იღბლიანად დაიწყო – ევერ ბანეგამ რამდენიმე მეტოქეს აუარა გვერდი და საჯარიმოს მისადგომებიდან შედეგიანად დაჰკრა, რისი წყალობითაც სტუმრებმა მნიშვნელოვანი უპირატესობა მოიპოვეს. პირველი ტაიმის მიწურულს, ნეგრედომ ჯერ ეფექტური „მაკრატელა“ დარტყმით გაათანაბრა ანგარიში, შემდეგ კი, პენალტი გარდასახა გოლად და სევილიელები შესვენებაზე კარგი განწყობით გაიყვანა.

56–ე წუთზე, ჟუან პერეირას ჩაწოდებულს რობერტო სოლდადო გამოეხმაურა და ანგარიშიც გათანაბრდა. ვალენსიელებმა 3 ქულის იმედი დაიბრუნეს, მაგრამ ნეგრედო არ ცხრებოდა – ესპანელმა კიდევ 2–ჯერ აიღო სტუმართა კარი და მეტოქე უმძიმეს მდგომარეობაში ჩააყენა. მატჩის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე, სოლდადომ ანგარიშში სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა, მაგრამ „ვალენსიამ“ თამაში ვეღარ გადაარჩინა – 4:3.

იოლად იმარჯვა კატალონიის „ბარსელონამ“, რომელმაც „მალაგას“ „კამპ ნოუზე“ უმასპინძლა და საქმე საწყის 15 წუთშივე მოუთავა. მე–4 წუთზე, პედრო როდრიგესი დასარტყმელ პოზიციაზე აღმოჩნდა, მაგრამ პასის გაკეთება გადაწყვიტა და თანამემამულე დავიდ ვილიას გაცილებით იოლი მდგომარეობიდან გაატანინა. სულ მალე, სესკ ფაბრეგასმა დაჰკრა საჯარიმოს ხაზიდან და კატალონიელთა უპირატესობა ორბურთიანი გახადა.

ამის შემდეგ, მარტინ მონტოიას ჯერი დადგა – ახალგაზრდა ესპანელმა კუთხურიდან გადმოვარდნილ ბურთს დაჰკრა და ანგარიში გამანადგურებელი გახადა. მეორე ტაიმში, ანდრეს ინიესტამ მიითვალა მორიგი ლამაზი გოლი და ტაბლოზე 4:0 დააფიქსირა. ანდალუსიელებმა ანგარიშში სხვაობა შეამცირეს, მაგრამ ეს მათთვის ბევრი ვეღარაფერი შვება იყო. მატჩის ბოლოს, კატალონიელებმა ერიკ აბიდალი გააცილეს „კამპ ნოუდან“...

მადრიდის „რეალი“ „ოსასუნას“ დაუპირისპირდა და სეზონი გამარჯვებით დაასრულა. მადრიდელები უკანასკნელად თამაშობდნენ ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობით და ბუნებრივია, მოგება პორტუგალიელ სპეციალისტს განსაკუთრებით სურდა. ანგარიში გონსალო იგუაინმა გახსნა, რომელიც 35–ე წუთზე მეკარესთან პირისპირ დარჩა და უშანსოდ დატოვა. ორიოდ წუთში, მიკაელ ესიენმა, თავისთვის უჩვეულოდ, თავური დარტყმით გაიტანა გოლი და მადრიდელები გასახდელში 2–ბურთიანი უპირატესობით გაიყვანა.

მეორე ტაიმი სტუმრებმა ომახიანად დაიწყეს და 63–ე წუთისთვის, ანგარიშის გათანაბრებაც კი მოახერხეს. მიუხედავად ამისა, მასპინძლები არ დაბნეულან და საქმის გამარჯვებამდე მიყვანა არ გასჭირვებიათ – კარიმ ბენზემასა და ხოსე კალეხონის გოლებით, „რეალმა“ 4:2 მოიგო.

 

მადრიდი. „სანტიაგო ბერნაბეუ“. 68000

რეალი – ოსასუნა 4:2 (2:0)

რეალი: ხესუსი, არბელოა (ლიორენტე 85), ალბიოლი, კარვალიუ, ესიენი, მოდრიჩი, დი მარია (ნაჩო 46), იოზილი (ომარი 81), კალეხონი, იგუაინი, ბენზემა.

მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო

ოსასუნა: რიესგო (ლოპესი 75), რუბენი, უნაი, სანხურხო, ნანო, სილვა (მესა 78), ტიმორი, სეხუდო, ტორესი, არმენტეროსი, ლიორენტე (ომვუ 46).

მწვრთნელი: ხოსე ლუის მენდილიბარი

გოლები: 1:0 იგუაინი (35), 2:0 ესიენი (38), 2:1 ტორესი (52), 2:2 სეხუდო (63), 3:2 ბენზემა (69), 4:2 კალეხონი (87)

გაფრთხილებები: იგუაინი (44) – უნაი (44)

არში დარტყმა: 13 (8) – 25 (14) ჯარიმა: 15 - 11 კუთხური: 4 - 5 თამაშგარე: 3 - 6 ბურთის ფლობა: 47% - 53%

 

ბარსელონა. „კამპ ნოუ“. 70000

ბარსელონა – მალაგა 4:1 (3:0)

ბარსელონა: პინტო, მონტოია, პიკე (აბიდალი 76), ალბა, მასკერანო, ჩავი, ბუსკეტსი, ინიესტა (ტიაგო 55), ფაბრეგასი, პედრო, ვილია (სანჩესი 78).

მწვრთნელი: ტიტო ვილანოვა

მალაგა: კაბალიერო, ხამესი, ველიგტონი, ლუგანო, ელიზეუ, სანჩესი (ფერნანდესი 71), ტულალანი, კამაჩო, ისკო (სავიოლა 78), ბაპტიშტა, სანტა კრუსი (მორალესი 46).

მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი

გოლები: 1:0 ვილია (4), 2:0 ფაბრეგასი (14), 3:0 მონტოია (16), 4:0 ინიესტა (52)

არში დარტყმა: 10 (6) – 9 (5) ჯარიმა: 4 - 5 კუთხური: 9 - 6 თამაშგარე: 5 - 1 ბურთის ფლობა: 62% - 38%

 

სარაგოსა. „ლა რომარედა“.

სარაგოსა – ატლეტიკო 1:3 (0:0)

სარაგოსა: ფრანკო, ფერნანდესი, გონსალესი, ლოვენსი, მინერო, პინტერი (როჩინა 74), აპონიო, მონტანიესი, როდრიგესი (ბენვენიუ 63), ორტი (როჩინა 73), პოშტიგა.

მწვრთნელი: მანოლო ხიმენესი

ატლეტიკო: კურტუა, მირანდა, პულიდო, ინსუა, ხუანფრანი, ტიაგუ, კოკე, გარსია (ოლივერი 63), რორიგესი (თურანი 76), ადრიანი (აკინო 89), კოსტა.

მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

გოლები: 0:1 თურანი (84), 1:1 პოშტიგა (89), 1:2 კოსტა (90), 1:3 კოსტა (90)

გაფრთხილებები: პოშტიგა (58), ფრანკო (76) – ტიაგუ (35)

არში დარტყმა: 12 (5) – 13 (6) ჯარიმა: 12 - 11 კუთხური: 7 - 6 თამაშგარე: 0 - 3 ბურთის ფლობა: 49% - 51%

 

ლა კორუნია. „რიასორი“.

დეპორტივო – სოსიედადი 0:1 (0:1)

დეპორტივო: არანსუბია, პაბლო, აიტამი (ოლივეირა 56), კაშტრუ, სილვიუ, აგილარი, დომინგესი, გამა (სალომანი 46), ვალერონი, პიცი, რიკი.

მწვრთნელი: ფერნანდო ვასკესი

სოსიედადი: ბრავო, კ.მარტინესი, გონსალესი, ი.მარტინესი, დე ლა ბელია, ბერგარა, ილიარამენდი (კასტრო 79), ხაბი პრიეტო (ანსოტეგი 86), გრიზმანი, ველა (სურუტუსა 70), აგირეჩე.

მწვრთნელი: ფილიპ მონტანიე

გოლები: 0:1 გრიზმანი (22)

გაფრთხილებები: სილვიუ (38), აიტამი (41), დომინგესი (67), არანსუბია (82), აგილარი (86), ოლივეირა (89), რიკი (90) – ბერგარა (30), სურუტუსა (82), გრიზმანი (89)

გაძევება: ბერგარა (84)

არში დარტყმა: 16 (5) – 11 (5) ჯარიმა: 10 - 20 კუთხური: 7 - 1 თამაშგარე: 2 - 3 ბურთის ფლობა: 62% - 38%

 

ვიგო. „ბალაიდოსი“. 31000

სელტა – ესპანიოლი 1:0 (1:0)

სელტა: რუბენი, ბელვისი, კაბრალი, ტუნიესი, ლაგო, ოუბინია, ინსა, ფერნანდესი (ორელიანა 90), ლოპესი (მადინდა 72), კრონ–დელი (დე ლუკასი 86), ასპასი.

მწვრთნელი: აბელ რესინო

ესპანიოლი: კასილია, როდრიგესი, ფორლინი, კაპდევილია, კოლოტო, სანჩესი (გომესი 66), ვერდუ (ალფონსო 81), ლოპესი (მატიონი 60), სიმაუ, სტუანი, გარსია.

მწვრთნელი: ხავიერ აგირე

გოლი: 1:0 ინსა (16)

გაფრთხილებები: ოუბინია (65) – გარსია (18), ფორლინი (29), მატიონი (77)

გაძევება: ფორლინი (90)

არში დარტყმა: 8 (5) – 6 (2) ჯარიმა: 16 - 16 კუთხური: 6 - 6 თამაშგარე: 1 - 1 ბურთის ფლობა: 50% - 50%

 

მადრიდი. „კამპო დე ვალიეკასი“.

რაიო – ბილბაო 2:2 (1:1)

რაიო: რუბენი, არბილია, ფიგერასი (ბანგურა 60), ნაჩ (ტიტო 47), ხალვესი, ფუეგო, ვასკესი, ტრასორასი, კარლოსი, პიტი, დომინგესი (დელიბაშიჩი 74).

მწვრთნელი: პაკო ხემესი

ბილბაო: ირაისოსი, ირაოლა, სან–ხოსე, ორტენეჩე, გურპეგი, იტურასპე, ერერა (კასტილიო 63), დე მარკოსი, სუსაეტა, ადურისი, გომესი (ტოკერო 81).

მწვრთნელი: მარსელო ბიელსა

გოლები: 1:0 ვასკესი (19), 1:1 სუსაეტა (31), 1:2 ორტენეჩე (48), 2:2 პიტი (55)

გაფრთხილებები: ფუეგო (81) – ადურისი (4), გურპეგი (13), ირაისოსი (83), სან–ხოსე (90)

გაძევება: ადურისი (10)

არში დარტყმა: 25 (7) – 4 (4) ჯარიმა: 12 - 21 კუთხური: 11 - 1 თამაშგარე: 0 - 1 ბურთის ფლობა: 65% - 35%

 

სევილია. „რამონ სანჩეს პისხუანი“. 38000

სევილია – ვალენსია 4:3 (2:1)

სევილია: პალოპი, სისინიო (კოკე 69), კალა, ნავარო, მორენო, მედელი, კონდოგბია, ნავასი, რაკიტიჩი, პეროტი (სტევანოვიჩი 63), ნეგრედო (დიავარა 87).

მწვრთნელი: უნაი ემერი

ვალენსია: გუაიტა, კოშტა, მატიე, სისოკო, პერეირა, ალბელდა (ფეგული 46), პარეხო, ბანეგა (რუისი 78), კანალესი (ვიერა 63), ჟონასი, სოლდადო.

მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე

გოლები: 0:1 ბანეგა (12), 1:1 ნეგრედო (40), 2:1 ნეგრედო (44), 2:2 სოლდადო (56), 3:2 ნეგრედო (57), 4:2 ნეგრედო (61), 4:3 სოლდადო (88)

გაფრთხილებები: კალა (41), კოკე (83) – სოლდადო (35), კოშტა (43), ალბელდა (45), პერეირა (71), ფეგული (89)

გაძევება: ჟონასი (45)

არში დარტყმა: 13 (9) – 13 (10) ჯარიმა: 14 - 9 კუთხური: 9 - 1 თამაშგარე: 2 - 0 ბურთის ფლობა: 60% - 40%

 

გრანადა. „ლოს კარმენესი“.

გრანადა – ხეტაფე 2:0 (1:0)

გრანადა: რობერტო, დიაკატე, სიკეირა, ნიომი, მაინსი, ლუსენა (იგალო 90), ბუენანოტე, ბრაიმი (ორტისი 74), რიკო, ნოლიტო (ანგულო 68), ელ–არაბი.

მწვრთნელი: ლუკას ალკარასი

ხეტაფე: მოია, ვალერა (ფრაილე 46), ლოპი, მანე (ალკასერი 62), ლოპესი, ლეონი, მიჩელი, კასტრო, ტორესი, სარაბია, ვასკესი (გავილანი 69).

მწვრთნელი: ლუის გარსია პლასა

გოლები: 1:0 ნოლიტო (28), 2:0 ელ–არაბი (63)

გაფრთხილებები: ელ–არაბი (78) – ლოპო (8)

არში დარტყმა: 10 (5) – 7 (0) ჯარიმა: 10 - 8 კუთხური: 4 - 5 თამაშგარე: 1 - 6 ბურთის ფლობა: 49% - 51%

 

ვალენსია. „სიუდად დე ვალენსია“.

ლევანტე – ბეტისი 1:1 (0:0)

ლევანტე: ნავასი, ნავარო, კარაბელასი (ხუანლუ 77), ვინტრა, როდასი, დიოპი, ვალდო (ელ–ზჰარი 83), იბორა, რიოსი, გარსია, აკვაფრესკა (მიჩელი 21).

მწვრთნელი: ხუან იგნასიო მარტინესი

ბეტისი: კასტო, ნაჩო, ლოპესი, პაულანი, ამაია, სევილია (კემპბელი 54), ბენიატი, პერესი, კასტრო, მოლინა (ნონო 70), პაბონი (ვადილიო 83).

მწვრთნელი: პეპე მელი

გოლები: 1:0 რიოსი (51), 1:1 მოლინა (67)

გაფრთხილებები: გარსია (11), რიოსი (42), როდასი (87) – სევილია (33), პერესი (40), ნონო (90)

არში დარტყმა: 8 (4) – 4 (2) ჯარიმა: 17 - 16 კუთხური: 7 - 5 თამაშგარე: 5 - 0 ბურთის ფლობა: 44% - 56%

 

პალმა დე მალიორკა. „იბეროსტარი“.

მალიორკა – ვალიადოლიდი 4:2 (2:1)

მალიორკა: ავატი, ჰატონი, ჟერომელი, ლუნა, ბიხასი, ტისონე, მარტი (პინა 89), მარკესი, ალფარო (პერეირა 84), კასადესუსი, დოს სანტოსი (ნსუე 75).

მწვრთნელი: გრეგორიო მანსანო

ვალიადოლიდი: ხიმენესი, რუკავინა, ვალიენტე, პენია, რუედა, ალვარო (ბარაჰა 68), პერესი, ებერტი (რამა 75), ომარი, ლარსონი, ბუენო (ლოლო 73).

მწვრთნელი: მიროსლავ ჯუკიჩი

გოლები: 1:0 ალფარო (17), 1:1 ბუენო (30), 2:1 მარტი (43), 3:1 დოს სანტოსი (58), 4:1 მარკესი (68), 4:2 ომარი (72)

გაფრთხილებები: ჟერომელი (50), მარკესი (80)

არში დარტყმა: 16 (12) – 11 (6) ჯარიმა: 7 - 11 კუთხური: 8 - 5 თამაშგარე: 0 - 3 ბურთის ფლობა: 50% - 50% 

0.110435