ფეხბურთი

15:49 | 22.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ნეგრედო ესპანეთის ნაკრების ლიდერობას გეგმავს

 

“მანჩესტერ სიტის” თავდამსხმელი ალვარო ნეგრედო მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე ესპანეთის ნაკრების ლიდერობას გეგმავს.

“დარწმუნებული ვარ, რომ თუ “მანჩესტერ სიტიში” თამაშს იგივე სულისკვეთებით გავაგრძელებ, მსოფლიო ჩემპიონატზე ესპანეთის ნაკრების ძირითადი თავდამსხმელი გავხდები. მწვრთნელი გოლების გატანას მთხოვს და მის თხოვნას ვასრულებ. “სიტიში” მთავარ ფორვარდად ყოფნა ისეთივე რთულია, როგორც ესპანეთის ნაკრებში, მაგრამ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ. ჩემი ამოცანაა, რომ კლუბმა ტიტულები მოიგოს და ვფიქრობ, მიმდინარე სეზონში ამას შევძლებთ” – იუწყება ნეგრედოს სიტყვებს ბრიტანული გამოცემა Daily Star-ი. 

მიმდინარე სეზონში, ნეგრედომ “სიტის” შემადგენლობაში პრემიერლიგასა და ჩემპიონთა ლიგაში 9 მატჩი ჩაატარა, რომლებშიც 4 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა. მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის დასკვნით მატჩში, საქართველოსთან შინ მოგებულ (2:0) მატჩში, ანგარიში ნეგრედომ გახსნა. 

0.129561