ფეხბურთი

17:10 | 5.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ნეფთჩის” ფუტსალისტებს ქართველი უხელმძღვანელებს

ბაქოს “ნეფთჩის” ფუტსალისტთა გუნდს ქართველი მთავარი მწვრთნელი ჰყავს.

აზერბაიჯანული პრესის ინფორმაციით, ბაქოელებს ბესო არველაძე უხელმძღვანელებს, რომელიც აქამდე თბილისის თსუ-ში მუშაობდა. “ნეფთჩიმ” არველაძის ხელმძღვანელობით ახალი სეზონისთვის მზადება ორშაბათიდან დაიწყო.

ბაქოელთა რიგები ოთხმა ფუტსალისტმა უკვე დატოვა და მათ მაგივრად ლეგიონერებს მიიწვევენ.

0.112129