თამაშგარე

10:16 | 10.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ნედვედი ტურინში ისეა, როგორც თევზი წყალში

ერთ დროს იტალიურ “იუვენტუსში” მოთამაშე ლეგენდარული ჩეხი ფეხბურთელის, პაველ ნედვედის ცხოვრება თავის კალაპოტში განსაკუთრებით მას შემდეგ ჩადგა, რაც ნედვედმა ტურინის “იუვენტუსში” ერთ-ერთ საპასუხისმგებლო პოსტზე მუშაობა დაიწყო.

პაველის მეუღლეს, ივანა ნედვედოვას მიაჩნია, რომ მის ქმარს ყველაზე მეტად ფეხბურთთან დაკავშირებული საქმეები აინტერესებს და უყვარს. შესაბამისად, ნედვედი ბედნიერიც სწორედ მაშინაა, როდესაც სპორტულ საქმიანობას საფეხბურთო სფეროში ეწევა.

ვიდრე ტურინული კლუბი დაასაქმებდა, ნედვედი სამშენებლო ბიზნესით იყო დაკავებული. თუმცა, ეკონომიკურმა კრიზისმა ნედვედისა და მისი პარტნიორების საქმეები ძალიან არია და გვარიანადაც აზარალა. ამიტომ, სულაც არაა გასაკვირი, რომ ჩეხი ფეხბურთელი საფეხბურთო საქმიანობას დაუბრუნდა...

 

0.118574