თამაშგარე

10:49 | 18.10.2012 | ნანახია [] - ჯერ

ნეაპოლში სექსს ებრძვიან

იტალიური “ნაპოლი” მთელს მსოფლიოში ერთადერთი გუნდია, სადაც სექსუალური აკრძალვები კლუბის წევრთა შინაგანაწესში წერია. ნეაპოლური კლუბის სამედიცინო შტაბის ხელმძღვანელმა, ალფრედო დე ნიკოლამ, ზემოთაღნიშნული აკრძალვა ჯერ კიდევ ამა წლის ზაფხულში მოიფიქრა და კლუბის დირექტორატმაც მისი ნაფიქრი კანონად აქცია.
ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ ალფრედო დე ნიკოლამ შეადგინა “ნაპოლის” ფეხბურთელების ყოველდღიური ცხოვრების გეგმა და აღწერა, თუ რას აკეთებენ ფეხბურთელები თავისუფალ დროს. აღმოჩნდა, რომ თავისუფალი დროის დიდ ნაწილს სპორტსმენები სექსს უძღვნიდნენ და ეს მათ მიერ ნაჩვენებ შედეგზე უარყოფითად აისახებოდა.
“ნაპოლის” სამედიცინო შტაბის უფროსს სწორედ ამის შემდეგ “გაუნათდა გონება” და გადაწყვიტა, ფეხბურთელებისათვის სექსის შეზღუდვა კლუბის შინაგანაწესის ნაწილად ექცია. ამჟამად ნეაპოლელ ფეხბურთელებს სექსი მხოლოდ სპეციალური გრაფიკის მიხედვით შეუძლიათ და ამის შესახებაც კლუბის ექიმს უნდა დაეკითხნონ. მოფიქრებაც ასეთი უნდა...
 

0.150986