ფეხბურთი

17:23 | 7.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ნეაპოლელებმა რომაელებს დაუმიზნეს

 

მიმდინარე სატრანსფერო სეზონში, “ნაპოლი” “რომას” ერთბაშად 2 ფეხბურთელის – 21 წლის ერიკ ლამელასა და 19 წლის მარკინიოსის შეძენას ცდილობს. ამის შესახებ ნეაპოლელთა პრეზიდენტმა აურელიო და ლაურენტისმა განუცხადა Radio Marte-ს.

“ლამელასა და მარკინიოსის სანაცვლოდ, “რომას” 40 მილიონი ევრო შევთავაზე. საპასუხოდ, მათ პაბლო ოსვალდოს სამსახური შემომთავაზეს, მაგრამ ის არ გვჭირდება. ჩვენ ხომ ედინსონ კავანი გვყავს! დარწმუნებული აღარ ვარ, რომ ლამელა და მარკინიოსი გვჭირდებიან. ვატყობ, სხვა კარგი ფეხბურთელებიც არიან, რომლებსაც ნაკლები ფასი აქვთ”, - განაცხადა დე ლაურენტისმა.

იტალიური პრესის ცნობით, დე ლაურენტისი კიდევ ერთხელ ეცდება ლამელასა და მარკინიოსის გადაბირებას.

0.113655