20:40 | 22.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

ნბა-ს 2013 წლის დრაფტზე პირველ ნომრად "კლივლენდი" აირჩევს

დღეს ამერიკაში ჩატარდა 2013 წლის სადრაფტო ლატარეა, რომლის გამარჯვებულიც "კლივლენდი” გახდა. ამის შედეგად 27 ივნისს Barclays Center-ში "კავალიერზი" პირველ ნომრად აირჩევს სასურველ მოთამაშეს. მეორე არჩევანის უფლება მოიპოვა "ორლანდომ", მესამე "ვაშინგტონმა", მეოთხე "შარლოტმა", ხოლო მეხუთე "ფინიქსმა".

სავარაუდოდ, პირველ ნომრად არჩევის პრეტენდენტები არიან: "კენტუკის" ცენტრი ნერლენს ნოელი, "კანზასის" უკანახაზელი ბენ მაკლემორი, "ჯორჯტაუნის" ფორვარდი ოტო პორტერი ან "მიჩიგანის" გამთამაშებელი ტრეი ბერკი.

"კლივლენდმა" დრაფტზე  პირველ ნომრად არჩევის უფლება ბოლო 3 წლის განმავლობაში უკვე მეორედ მიიღო, თუმცა მათმა ხელმძღვანელებმა განაცხადეს, რომ, შესაძლოა გაცვალონ მოპოვებული "პიკი" რომელიმე მაღალი დონის მოთამაშეში.

შეგახსენებთ, რომ პირველი არჩევანის უფლება ბოლოს 20 წლის წინათ იქნა გაცვლილი, როდესაც "ორლანდომ" "გოლდენ სტეიტს" კრის ვებერი დაუთმო.

თეგებიდრაფტი
0.131105