22 აპრილს იწყება ნახჭევანის (აზერბაიჯანი) საერთაშორისო ტურნირი ჭადრაკში, რომელში მონაწილეობის სურვილი ხუთმა ქართველმა მოჭადრაკემ: მიხეილ მჭედლიშვილმა, ლევან ფანცულაიამ, გიგა ყუფარაძემ, ბაჩანა მორჩიაშვილმა და ზურაბ ჯავახაძემ გამოთქვეს.
ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრესსამსახურის უფროსმა სოფო ნიკოლაძემ განუცხადა.
“აღნიშნულ ტურნირში პირველ ნომრად ვლადიმერ პოტკინია (რუსეთი) განთესილი, რომლის სარეიტინგო ქულა 2665-ია. მე-2 აზერბაჯანის ნაკრების წევრი რაუფ მამედოვი (2662), ხოლო მე-3 ბელარუსი სერგეი ჟიგენკოა (2656). ტურნირის გამარჯვებული 10000 ამერიკულ დოლარს მიიღებს. ასპარეზობა პირველ მაისს დასრულდება”, - გვითხრა ნიკოლაძემ.