ფეხბურთი

22:47 | 24.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ნავასმა დაიწყო, ნავასმა დაამთავრა

"მანჩესტერ სიტის" მიერ "ტოტენჰემის" დამარცხებაში საკვირველი არაფერია, მაგრამ დამარცხებაცაა და დამარცხებაც: "ქალაქელებმა" 6 უპასუხო გოლი გაუტანეს ანდრე ვილაშ-ბოაშის გუნდს. ესპანელმა ხესუს ნავასმა მე-15 წამზე (!) ლამაზი დარტყმით გახსნა ანგარიში და ბოლოსაც მან დაასრულა მეტოქის რბევა. სერხიო აგუერომ ორივეჯერ იოლად შეაგდო ახლო მანძილიდან, ერთხელ ავტოგოლი დაეხმარათ მასპინძლებს, ყველაზე ორიგინალური გოლი კი ალვარო ნეგრედომ მიითვალა:  მშვენიერი ფინტით გააცურა დოუსონი და ძლიერი დარტყმით გაიტანა.

საინტერესოა, რომ "ტოტენჰემს" პრემიერლიგის 11 მატჩში 6 გოლი ჰქონდა გაშვებული და ამდენივე გაუშვა დღეს "ეტიჰედ სთედიუმზე".

"მანჩესტერ იუნაიტედს" კი კარდიფში ბოლო წუთებზე შოკი ელოდა. კორეელმა ბო-კიუნგ კიმმა გაუტანა და მოგება დააკარგვინა – თან, როგორი მნიშვნელობის: დევიდ მოიესის გუნდი მოგების შემთხვევაში მეოთხე საფეხურზე გადაინაცვლებდა, ახლა კი მეექვსეზეა.

უეინ რუნიმ გოლი და საგოლე პასი მიითვალა, თუმცა დამწუხრებული ტოვებდა მინდორს.  

 მანჩესტერ სიტი – ტოტენჰემი 6:0 (3:0)

მანჩესტერი, "ეტიჰედ სთედიუმი".

სიტი: პანტილიმონი, საბალეტა, დემიკელისი, ნასტასიჩი (ლესკოტი 46), კლიში, იაია ტურე, ფერნანდინიო, ნავასი, ნასრი (მილნერი 77), ნეგრედო, აგუერო (ხავი გარსია 70).

მწვრთნელი: მანიელ პელეგრინი.

ტოტენჰემი: ლორისი, კაბული, ვერტონგენი, დოუსონი, უოლკერი, ლენონი, პაულინიო (დემბელე 61), ჰოლტბი (ადებაიორი 46), სანდრო, სოლდადო (სიგურდსონი 61), ლამელა.

მწვრთნელი: ანდრე ვილაშ-ბოაში.

გოლები: 1:0 ნავასი (1), 2:0 სანდრო (34 საკ.კარში), 3:0, 4:0 აგუერო (41, 50), 5:0 ნეგრედო (55), 6:0 ნავასი (90+2). 

გაფრთხილება: სანდრო (19), ვერტონგენი (38), იაია ტურე (45), უოლკერი (45+1).

მსაჯი: ჰოვარდ უები

ბურთის ფლობა: 47-53, დარტყმა: 15 (10)-13 (5), ჯარიმა: 7-11, კუთხური: 4-7, თამაშგარე:1-5,  სეივი: 5-4.

 

კარდიფ სიტი – მანჩესტერი 2:2 (1:2)

კარდიფი, "კარდიფ სთედიუმი".

კარდიფი: მარშალი, ტეილორი, ტარნერი, კატერინი, ქოულკერი, უიტინგემი, კოუი, მედელი, მაჩი (ბო-კიუნგ კიმი 77), ოდემვინჟი (ნუნი 66), კემპბელი (კორნელიუსი 83).

მწვრთნელი: მალკი მაკკეი.

მანჩესტერ იუნ: დე ხეა, სმოლინგი, ევანსი, ფერდინანდი, ევრა, ვალენსია, ფელაინი, კლევერლი, იანუზაი (უელბეკი 68), რუნი, ერნანდესი (გიგზი 73)

მწვრთნელი: დევიდ მოიესი.

გოლები: 0:1 რუნი (15), 1:1 კემპბელი (33), 1:2 ევრა (45), 2:2 ბო-კიუნგ კიმი (90+2).  

გაფრთხილება: რუნი (8), ქოულკერი (51), უიტინგემი (55), კლევერლი (86), კატერინი (90), ბო-კიუნგ კიმი (90+2).  

მსაჯი: ნილ სორბრიკი.

ბურთის ფლობა: 50-50, დარტყმა: 14 (4)-15 (5), ჯარიმა: 15-14, კუთხური: 2-8, თამაშგარე: 0-3, სეივი: 3-2.

0.182035