პარაგვაელმა ლარისა რიკელმემ ერთი მეტად საინტერესო ტრადიცია დაამკვიდრა. ლარისას კვალზე, მთელ მსოფლიოში არაერთ საფეხბურთო ნაკრებს გამოუჩნდა ლამაზმანი ქომაგები, რომლებიც პირობას დებენ, რომ თუკი მათმა საყვარელმა გუნდმა წარმატებას მიაღწია, საჯაროდ გაშიშვლდებიან.
ბოლოს, საჯაროდ გაშიშვლების პირობა პოლონელმა მოდელმა ნატალია სივეცმა დადო. ნატალია პოლონური “პლეიბოის” სახეა და უკანასკნელ ოლიმპიადაზე პოლონელ ოლიმპიელებს მთელი გულითა და ემოციით გულშემატკივრობდა. ნატალია პოლონური სპორტის ერთგვარ თილისმად იქცა.
როგორც ნატალია სივეცი ამბობს, ამჟამად მისი ყურადღება პოლონეთის საფეხბურთო ნაკრებისკენაა მიმართული და თუკი პოლონელები შეძლებენ და ბრაზილიაში გასამართ მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე მოხვდებიან, გულშემატკივრის წინაშე უნიფხვოდ გაივლ-გამოივლის. აღსანიშნავია, რომ ნატალიას გახდა პოლონელ ფეხბურთელებს გაუჭირდებათ. პოლონეთის უმთავრეს გუნდთან ერთად, შესარჩევი ეტაპის ჯგუფში ინგლისის, ჩერნოგორიის, უკრაინის, მოლდოვისა და სან მარინოს ნაკრებები გამოდიან.