კანადელი მოდელი და ახლა უკვე მსახიობიც, “მის სამყაროდ“ 2005 წელს დასახელებული ნატალია გლებოვა, შეიძლება სამუდამოდ ევროპაში გადმოვიდეს საცხოვრებლად. როგორც რუსული წარმოშობის კანადელი ლამაზმანი ამბობს, მას ძალიან არ მოსწონს კანადის ერთფეროვნება და ფიქრობს, რომ ევროპაში უფრო კარგად წარმოაჩენს საკუთარ შესაძლებლობებს.
ოკეანეს გაღმა, გლებოვას ძალიან ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს და მისი ევროპაში გადმობარგება ბევრს დასწყვეტს გულს. ნატალია გლებოვას პოპულარობა ბევრმა ფაქტორმა განაპირობა. ნატალია გარდა იმისა, რომ “მის სამყაროდ” დაასახელეს, იგი ორი წლის მანძილზე ვეტერანი ტაილანდელი ჩოგბურთელის, პარადორნ შრიჩაფანის მეუღლეც იყო.
პარადორნი და ნატალია ერთმანეთს წელიწადზე მეტია, რაც დაშორდნენ, მაგრამ ურთიერთობა და მეგობრობა დღემდე არ გაუწყვეტიათ. ყოფილ ცოლ-ქმარს დღემდე საერთო ბიზნესიც აკავშირებთ. ვეტერან ჩოგბურთელსა და კანადელ მოდელს ტაილანდში კოსმეტიკური საშუალებების ქარხანა აქვთ გახსნილი და გვარიან მოგებასაც იმკიან.