ფეხბურთი

15:39 | 4.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

ნასრის 6 თვით მართვის მოწმობა ჩამოართვეს

 

საფრანგეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისა და “მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველ სამირ ნასრის მართვის მოწმობა 6 თვით ჩამოართვეს. ამის შესახებ გამოცემა The Guardian-ი იუწყება.

ნასრი მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმების გადაუხდელობისა და სიჩქარის არაერთხელ გადაჭარბებისთვის დაისაჯა. სასამართლო გარჩევა 2011 წლიდან მიმდინარეობდა, როდესაც კამერებმა ნასრის ავტომანქანა დააფიქსირეს. თუმცა, განვლილი პერიოდის განმავლობაში, ის დანაშაულს უარყოფდა და ცოტა ხნის წინ აღიარა, რომ მოძრაობის წესებს არღვევდა.

 

 

 

 

 

0.113188