“მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველი სამირ ნასრი ინგლისურ საფეხბურთო კლუბთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს.
გამოცემა L'Equipe-ის ცნობით, 26 წლის ფრანგი მანჩესტერელებთან ხელშეკრულებას 2019 წლამდე გაახანგრძლივებს. ნასრი “სიტიში” 2011 წელს ლონდონის “არსენალიდან” 25 მილიონი გირვანქის სანაცვლოდ გადავიდა. განვლილ სეზონში, მან მანჩესტერულ კლუბში 46 მატჩი ჩაატარა და 11 გოლი გაიტანა. ის “სიტისთან” ერთად პრემიერლიგაში ოქროს მედლებს დაეუფლა.
საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა ნასრი მსოფლიო ჩემპიონატზე არ წაიყვანა და ამის მთავარ მიზეზად ის დაასახელა, რომ “სიტის” ნახევარმცველი სათადარიგოთა სკამზე ჯდომას ვერ იტანს.