ფეხბურთი

11:13 | 13.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ნასრი მუნდიალზე ოცნებობს

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველ სამირ ნასრის იმედი აქვს, რომ მისი გუნდი მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე თამაშის უფლებას მოიპოვებს. ფრანგი მუნდიალზე თამაშზე ოცნებობს.

“მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში ყველა ფეხბურთელის ოცნებაა. თანაც, მუნდიალი ბრაზილიაში ტარდება. მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატი გამოვტოვე, 2018 წლისთვის კი, 31 წლის ვიქნები. არ ვიცი, იმ დროს როგორი სათამაშო კონდიციები მექნება და დავიმსახურებ თუ არა ნაკრებში თამაშს.

ამრიგად, უკრაინის ნაკრების ბარიერი აუცილებლად უნდა დავძლიოთ და უმთავრეს საფეხბურთო ტურნირზე ვიასპარეზოთ”, - ციტირებს ნასრის სიტყვებს Goal-ი.

 

0.11815