თამაშგარე

16:19 | 3.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ნასრი ანარა

ცნობილი ფრანგი ფეხბურთელი, სამირ ნასრი ყურებამდეა შეყვარებული. მისი ახალი გულისსწორი, ფოტომოდელი და მომღერალი,  ანარა ატანესი გახლავთ, რომელმაც სამირი იმდენად მოაჯადოვა, რომ ნასრი ამ ქალის გარეშე ერთ ნაბიჯსაც კი აღარ დგამს.

ანარა ატანესი მიუხედავად იმისა, რომ ერთობ ”ყვითელი” ხელობის გოგონაა, მედიასთან ურთიერთობას თურმე ყოველთვის გაურბის და მის შესახებ ბულვარული პრესის ჟურნალისტებს ინფორმაციის მოძიება ნამეტნავად უჭირთ.

უკვე რამდენიმე თვეა, რაც სამირ ნასრი და მისი ახალი სატრფო ერთ ჭერქვეშ ცხოვრობენ და ამ პერიოდის მანძილზე ანარა ატანესი ერთხელაც კი არ გაეკარა ჟურნალისტებს. ქალია და გუნება...

0.125064