ფეხბურთი

12:59 | 9.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ნასერ ელ-ჰელაიფი: იბრაჰიმოვიჩი კარიერას პარიზში დაასრულებს

ფრანგული პსჟ-ს პრეზიდენტი ნასერ ელ-ჰელაიფი დარწმუნებულია, რომ შვედეთის ეროვნული ნაკრების ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიჩი საფეხბურთო კარიერას პარიზულ გრანდში დაასრულებს.

32 წლის შვედს საფრანგეთის ჩემპიონთან მოქმედი კონტრაქტი სამი წლის შემდეგ ეწურება და როგორც ჩანს, მხარეები ამ შეთანხმების ამოწურვამდე თანამშრომლობას დათანხმდნენ. ყოველ შემთხვევაში, Lequipe-სთან საუბრისას ელ-ჰელაიფიმ განაცხადა:

“იბრაჰიმოვიჩს ცოტა ხნის წინ ვესაუბრე და მან მითხრა, რომ კარიერის დასრულება სწორედ ჩვენს კლუბში სურს. მე მის წასვლაზე საერთოდ არ ვნერვიულობ, რადგან ვიცი, რომ ზლატანი პსჟ-ში დარჩება და კარიერასაც აქვე დაასრულებს. ვფიქრობ, იბრაჰიმოვიჩი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელთა სამეულში შედის და მიმაჩნია, მან წელს “ოქროს ბურთიც” დაიმსახურა”.

0.132403