ფეხბურთი

17:08 | 21.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლის" მოცდა მოუწევს

იტალიური "ნაპოლი" ლონდონის "არსენალის" მცველით ტომას ვერმალენით დაინტერესდა. თავად ფეხბურთელის აგენტის ალექს კროესის განცხადებით კი, იტალიურ კლუბს მოცდა მოუწევს, რადგან დაინტერესებულ კლუბებთან მოლაპარაკებებს მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ დაიწყებს. ბელგიელის აგენტის თქმით, ჭორები რაფა ბენიტესის გუნდის ინტერესთან დაკავშირებით სიმართლის ელემენტებს შეიცავს.

"დიახ "ნაპოლის" სურს ვერმალენი გადაიბიროს და ამ მხრივ ნაბიჯები გადადგა, მაგრამ მინდა ვუთხრა მათ, რომ სხვა კლუბებიც არიან დაინტერესებული. ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ უკვე გადაწყვეტილია ყველაფერი. ერთი რამის თქმა შემიძლია: ვერმალენის მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლის შემდეგ მისი სატრანსფერო ფასი უფრო აიწევს და ტურნირის შემდეგ მსურველ კლუბებთან მოლაპარაკებებს დავიწყებთ." _ ავრცელებს აგენტის სიტყვებს calciomercato.com.

 

გიორგი ბალახაძე

 

0.121374