ფეხბურთი

13:25 | 5.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ნაპოლის” მესტო დიდი ხნით გამოაკლდა

“ნაპოლის” ნახევარმცველმა ჯანდომენიკო მესტომ ტრავმის გამო შეიძლება ნახევარი წელი ვერ ითამაშოს. ინფორმაციას უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს. მესტო იტალიის ჩემპიონატის მე-11 ტურში, “კატანიას” წინააღმდეგ მატჩის დასაწყისშივე დაშავდა და შესაცვლელი გახდა.

დღეს დილით ფეხბურთელს სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა და მარჯვენა ფეხზე ჯვარედინი მყესების დაზიანება დადასტურდა. დღესვე საღამოს მესტოს ოპერაციას გაუკეთებენ.

31 წლის იტალიელმა ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონში 8 თამაში ჩაატარა. “ნაპოლის” მწვრთნელი რაფა ბენიტესი მას დაცვის ფლანგზე იყენებდა, ტრავმირებული კამილო სუნიგას ნაცვლად.


0.114156