ფეხბურთი

13:11 | 9.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ნაპოლის” ლუკას ლეივა სურს

 

“ნაპოლის” ხელმძღვანელობა “ლივერპულის” შუახაზელის – ლუკას ლეივას შეძენითაა დაინტერესებული. ამის შესახებ “სკაი სპორტ იტალია” იუწყება.

ტრანსფერის ინიციატორი ნეაპოლელთა ესპანელი დამრიგებელი რაფა ბენიტესია, რომელიც ლეივას “ლივერპულში” წვრთნიდა და მისი შესაძლებლობები კარგად მოეხსენება. იტალიელები ინგლისელებს სატრანსფერო წინადადებით უახლოეს პერიოდში მიმართავენ.

ცნობისათვის, ინგლისის პრემიერლიგის გასულ სეზონში, ლეივამ 27 მატჩი ჩაატარა.

0.121585