ფეხბურთი

10:16 | 29.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლის" ფელაინი სურს

 

“ნაპოლის” ხელმძღვანელობა “მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველის – მარუან ფელაინის გადაბირებას გეგმავს. ამის შესახებ ბრიტანული მედია იუწყება.

“წითელი ეშმაკები” ბელგიელის გასხვისების წინააღმდეგნი არ არიან, მაგრამ მის სანაცვლოდ 15 მილიონ გირვანქა სტერლინგს ითხოვენ. ნეაპოლელები ამ თანხის გადახდაზე ყაბულს არიან, მაგრამ პრობლემა ფელაინის ჯამაგირია – ნახევარმცველი “მანჩესტერში” კვირაში 100 ათას გირვანქას იღებს.

ცნობისათვის, ფელაინიმ ინგლისის პრემიერლიგის გასულ სეზონში 16 მატჩი ჩაატარა.

 

0.116014