ფეხბურთი

17:15 | 18.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

„ნაპოლიმ“ თვალი ჯილარდინოს დაადგა

„ნაპოლის“ სამწვრთნელო შტაბი „ჯენოას“ თავდამსხმელ ალბერტო ჯილარდინოთი დაინტერესდა. SportMediaset-ის ცნობით, 31 წლის ფეხბურთელს „ჯენოას“ ხელმძღვანელობასთან ფინანსური დეტალების გამო ურთიერთობა დაეძაბა და დიდი ალბათობით კლუბს დაემშვიდობება. ყველაზე რეალურ ვარიანტად კი ამ ეტაპზე „ნაპოლი“ მოჩანს.

სერია A-ს მიმდინარე სეზონში ალბერტო ჯილარდინომ 32 თამაში ჩაატარა, 14 გოლი გაიტანა და ორი საგოლე პასიც მიითვალა.

0.107216