ზაფხულის სატრანსფერო სეზონში, “ნაპოლის” გაძლიერება “პარი სენ-ჟერმენის” შუახაზელის – ბლეზ მატუიდის გადაბირებით სურს. ფრანგული პრესის ცნობით, ნახევარმცველის აგენტმა მინო რაიოლამ იტალიელებთან მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.
საქმე ისაა, რომ მატუიდის პარიზელებთან კონტრაქტი ზაფხულში ეწურება და თავისუფალი აგენტი ხდება. “ნაპოლის” სურს, რომ ამით ისარგებლოს და ფეხბურთელი ხელში უფასოდ ჩაიგდოს.
თავის მხრივ, პსჟ მატუიდისთვის ახალი კონტრაქტის შეთავაზებას გეგმავს. პარიზელები ნახევარმცველს ხელფასის მნიშვნელოვნად მომატებას ჰპირდებიან.