ჯერ კიდევ ზამთრის სატრანსფერო სეზონამდე გავრცელდა ხმები “ნაპოლის” სამწვრთნელო შტაბის “ბარსელონას” მცველ ხავიერ მასკერანოთი დაინტერესების შესახებ, მაგრამ მაშინ საქმე მოლაპარაკებამდე არ მისულა. ამჯერად კი... იტალიური სპორტული გამოცემების ცნობით, ნეაპოლელები 29 წლის ფეხბურთელის წარმომადგენლებს უკვე სატრანსფერო პირობებზე ესაუბრებიან. თუ შეთანხმება შედგა, არგენტინელ მცველთან კონტრაქტი სეზონის დასრულებისთანავე გაფორმდება.
ხავიერ მასკერანომ ბოლო დროს ინტერვიუებშიც აღნიშნა, რომ თავადაც სურს “ნაპოლიში” გადასვლა, რადგან ამ კლუბს სათავეში მისი ყოფილი მწვრთნელი რაფაელ ბენიტესი უდგას.