“ნაპოლის” პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ჟურნალისტებს დაუდასტურა, რომ ნეაპოლური კლუბი “ბარსელონასთან” 29 წლის მცველ ხავიერ მასკერანოს ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებას აწარმოებს. პრეზიდენტის განცხადებით ჯერჯერობით პროცესი არც თუ სახარბიელოდ მიმდინარეობს.
“რაფაელ ბენიტესმა მასკერანოს შესაძლებლობები კარგად იცის და მისი “ნაპოლიში” გადმოყვანა სურს. ვცდილობთ, “ბარსელონას” მოველაპარაკოთ, მაგრამ ჯერ სასურველ შედეგზე საუბარი ძალიან ადრეა” – განაცხადა დე ლაურენტისმა.
პრიმერადივიზიონის 2013-2014 წლების სეზონში ხავიერ მასკერანომ 28 თამაში ჩაატარა.