ფეხბურთი

12:07 | 27.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ნაპოლიმ” ინსინიესთან გაახანგრძლივა

 

იტალიური “ნაპოლის” ახალგაზრდა შემტევმა ლორენცო ინსინიემ კლუბთან კონტრაქტი 2018 წლამდე გაახანგრძლივა. ამის შესახებ ინფორმაცის ნეაპოლელთა პრეზიდენტის – აურელიო დე ლაურენტისის “ტვიტერის” ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

“ლორენცო ინსინიეს დილით შევხვდით და 5-წლიანი კონტრაქტი გავაფორმეთ. ახალი ხელშეკრულების ძალით, მისი წლიური ანაზღაურება 700 ათასი ევრო იქნება და ბონუსებიც დაერიცხება”, - წერია დე ლაურენტისის განცხადებაში.

ცნობისათვის, ინსინიეს ნეაპოლელებთან ძველი კონტრაქტი 2017 წლამდე აკავშირებდა, ახლა კი, ხელშეკრულება წელიწადით გახანგრძლივდა.

0.11472