ფეხბურთი

12:21 | 3.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ნაპოლიმ” იგუაინი 50 მილიონად არ დათმო

ლონდონის “ჩელსი” “ნაპოლის” ფორვარდის – გონსალო იგუაინის შეძენას ცდილობდა, მაგრამ ტრანსფერი არ შედგა. იტალიური მედიასაშუალებების ცნობით, “არისტოკრატები” 26 წლის არგენტინელში 50 მილიონ გირვანქა სტერლინგს იხდიდნენ, მაგრამ ნეაპოლელებმა მადრიდის “რეალის” ყოფილი ფორვარდი არ დათმეს.

“ჩელსის” თავკაცი ჟოზე მოურინიო თავდამსხმელთა შედეგიანობის დაბალი მაჩვენებლით უკმაყოფილოა და შეტევის ხაზის გაძლიერება სურს. ლონდონელთა მთავარი სამიზნე სწორედ იგუაინი იყო, მაგრამ საქმე ისე მიდის, რომ არგენტინელს “სტემფორდ ბრიჯზე” ვერ ვიხილავთ.

რამდენადაც ცნობილია, მიმდინარე სატრანსფერო სეზონში, “ჩელსი” ხუან მატასა და კევინ დე ბრეინეს გასხვისებას გეგმავს.

 

0.117729