ფეხბურთი

20:44 | 13.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ნაპოლი” ზამთარში 50 მილიონს დახარჯავს

 

იტალიური “ნაპოლის” პრეზიდენტის, აურელიო დე ლაურენტისის განცხადებით, ნეაპოლური გუნდი, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, დაახლოებით 50 მილიონი ევროს დახარჯვას აპირებს.

“იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, გუნდის თამაშის გაძლიერების მიზნით, კიდევ 50 მილიონი ევროს დახარჯვას ვაპირებთ.

ძნელია მიაღწიო წარმატებას მაშინ, თუ საკმარის თანხას არ ხარჯავ. ჩვენთვის, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფიდან გასვლა ძალიან მნიშვნელოვანია და ბენიტესმა ეს იცის.” – ციტირებს დე ლაურენტისის სიტყვებს Goal-ი.

შეგახსენებთ, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, “ნაპოლიმ” ტრანსფერებში დაახლოებით 90 მილიონი ევრო დახარჯა.

0.116425