ფრანგული “პარი სენ-ჟერმენის” ნახევარმცველის – ტიაგო მოტას აგენტმა ალესანდრო კანიოვიმ განაცხადა, რომ მისი კლიენტი იტალიის ჩემპიონატში დაბრუნებასა და “ნაპოლიში” თამაშს არ გეგმავს.
“მოტა “ნაპოლიში”? ეს ინფორმაცია უსაფუძვლოა. მოლაპარაკების პროცესი არც კი დაწყებულა. მოტა პარიზში ბედნიერია. მართალია, მას პარიზელებთან კონტრაქტი არ გაუხანგრძლივებია, მაგრამ ეს მოსალოდნელი ტრანსფერის საფუძველს მაინც არ იძლევა”, - განაცხადა კანივიომ იტალიურ პრესასთან საუბარში.
შეგახსენებთ, რომ 31 წლის მოტა პსჟ-ში 2012 წელს, “ინტერიდან” გადავიდა. ფრანგებს ნახევარმცველის ტრანსფერი 10 მილიონი ევრო დაუჯდათ.