ტურინის “იუვენტუსი” “ნაპოლის” ნახევარმცველის – ხუან სუნიგას გადაბირებითაა დაინტერესებული. Tuttosport-ის ცნობით, ნეაპოლელები მზად არიან, 27 წლის გარემარბი ტურინელებს თავდამსხმელ მირკო ვუჩინიჩში გაუცვალონ.
აღნიშნული წყაროს ინფორმაციით, ამ გარიგების შემთხვევაში, ნეაპოლელებს ტურინელებისთვის გარკვეული თანხის დამატებაც მოუწევთ. სუნიგას “ნაპოლისთან” კონტრაქტი წელიწადის შემდეგ ეწურება და კლუბი მის გახანგრძლივებას არ გეგმავს. შესაბამისად, ნახევარმცველის გასხვისების საკითხი დღის წესრიგში დგას.
გავრცელებული ინფორმაციით, ვუჩინიჩი სანკტ-პეტერბურგის “ზენიტსაც” სურს.