ფეხბურთი

12:06 | 4.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ნაპოლი” შესაძენად მზადაა

იტალიური “ნაპოლი” უახლოეს დღეებში იანვრის პირველი შენაძენის შესახებ ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს.

Sky Sports-ის ცნობით, ეს შენაძენი “ლიონის”ნახევარმცველი მაქსიმ გონალონი იქნება. ნეაპოლელთა პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა მოლაპარაკებების პროცესი დაადასტურა, თუმცა, გვარების დაკონკრტებისაგან თავი შეიკავა.

“უკანასკნელი ორი თვეა მოლაპარაკებას ვაწარმოებთ კლუბთან და ფეხბურთელთან. ყველაფერი მხოლოდ იმაზეა დამოკიდებული, მოინდომებს თუ არა ფეხბურთელი ჩვენთან თამაშს. ყველაფერი ორშაბათს გადაწყდება” - განაცხადა დე ლაურენტისმა.

0.127912