იტალიური “ნაპოლი” ლონდონის “ტოტენჰემის” ცენტრალური ნახევარმცველით, სანდროთი დაინტერესდა – იუწყება Mirror-ი.
იტალიური კლუბის თავკაცს, რაფაელ ბენიტესს ნახევარდაცვის გაძლიერება რომ სურს, ახალი ამბავი არაა. მას მარუან ფელაინის გადაბირება უნდა, მაგრამ “მანჩესტერთან” მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა და ესპანელი სპეციალისტი სხვა ვარიანტებზეც გადაერთო. ბენიტესი მზადაა სანდროში 10 მილიონი გირვანქა გაიღოს.
25 წლის ნახევარმცველი, “დეზებში” 2010 წლიდან ირიცხება და პრემიერლიგაში ჩატარებულ 81 შეხვედრაში 3 გოლის გატანა მოახერხა.
ირაკლი ალიმბარაშვილი