სერია A-ს 25-ე ტურის ბოლო მატჩში, “ნაპოლიმ“ „ჯენოასთან“ ქულები დაკარგა და ნეაპოლელები მე-2 ადგილზე მყოფ „რომას“ უკვე 6 ქულით ჩამორჩებიან.
„სან პაოლოზე“ გამართულ მატჩში ანგარიში მე-18 წუთზე გაიხსნა. ჰამშიკის გადაცემით მეკარესთან პირისპირ გასულმა იგუაინმა კარგად ითამაშა და მიმდინარე გათამაშებაში თავისი მე-13 ბურთი გაიტანა.
მიმდინარეობდა თამაშის 84-ე წუთი, როდესაც „ჯენოაში“ „ნაპოლიდან“ განათხოვრებულმა კალაიომ, მეტოქის კარიდან დაახლოებით 30 მეტრში დანიშნული საჯარიმო დარტყმა ძალიან კარგად შეასრულა და თავის მესაკუთრე გუნდს ქულები დააკარგვინა.
„ნაპოლის“ თამაშამდე ქულები უკვე დაკარგული ჰქონდა მე-4 ადგილზე მყოფ „ფიორენტინას“. ფლორენციელები პარმაში 2-ჯერ აგებდნენ და თითქმის მთელი მე-2 ტაიმის განმავლობაში კაცნაკლულებიც იყვნენ, მაგრამ კასანოსა და ამაურის გოლებს კუადრადომ და ფერნანდესმა უპასუხეს და შედეგად, „იებმა“ ქულის აღება მოახერხეს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ბოლო ბურთი. მატიას ფერნანდესმა საჯარიმო ძალიან კარგად დაარტყა და ბურთი მეკარისგან მარჯვენა ზედა კუთხეში მოათავსა.
პარმა-ფიორენტინა 2:2 (1:1)
პარმა, “ენიო ტარდინი”
პარმა (4-3-3): მირანტე, კასანი, პალეტა, ლუკარელი, მოლინარო, გარგანო, მარკიონი (მუნარი 80), პაროლო, ბიაბიანი (პალადინო 87), ამაური, კასანო (სკელოტო 83).
მწვრთნელი: რობერტო დონადონი.
ფიორენტინა (4-3-3): ნეტო, დიაკიტე, როდრიგესი, სავიჩი, ტომოვიჩი, აკვილანი (ფერნანდესი 78), პისარო, ვალერო, ხოაკინი (გომესი 59), მატრი (ილიჩიჩი 67), კუადრადო.
მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა.
გოლები: 1:0 კასანო (39), 1:1 კუადრადო (41), 2:1 ამაური (51, პენ), 2:2 ფერნანდესი (85).
გაფრთხილებები: მოლინარო 31, გარგანო 56, პალეტა 90+2 - დიაკიტე 27, ტომოვიჩი 49, პისარო 50, სავიჩი 90+3.
გაძევებები: მუნარი 90+4 - დიაკიტე 53, ვალერო 90+4.
მსაჯი: ანდრეა ჯერვაზონი.
ბურთის ფლობა: 40%-60%, დარტყმა: 10 (5)-17 (2), კუთხური: 1-6, თამაშგარე: 2-1, სეივი: 0-3, ჯარიმა: 18-12.
ნაპოლი-ჯენოა 1:1 (1:0)
ნეაპოლი, “სან პაოლო”
ნაპოლი (4-2-3-1): რეინა, რევეილერი, ფერნანდესი, ალბიოლი, გულამი, ბეჰრამი, ჟორჟინიო (ინლერი 80), კალიეხონი, ჰამშიკი (ინსინიე 72), მერტენსი (პანდევი 86), იგუაინი.
მწვრთნელი: რაფაელ ბენიტესი.
ჯენოა (3-4-3): პერინი, ანტონინი, დე მაიო, ბურდისო, მოტა (კალაიო 64), მათუსალემი, ბერტოლაჩი, ანტონელი, კონატე, ჯილარდინო (ფეტფაციდისი 46), სკული (სენტურიონი 78).
მწვრთნელი: ჯან პიერო გასპერინი.
გოლები: 1:0 იგუაინი (18), 1:1 კალაიო (84).
გაფრთხილებები: ჰამშიკი 43, ალბიოლი 53, იგუაინი 71, კალიეხონი 73, მერტენსი 83 - მათუსალემი 31, სკული 39.
მსაჯი: ლუკა ბანტი.
ბურთის ფლობა: 57%-43%, დარტყმა: 9 (3)-11 (5), კუთხური: 5-5, თამაშგარე: 2-4, სეივი: 4-2, ჯარიმა: 18-15.