ფეხბურთი

13:43 | 4.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ნაპოლი” იტალიის თასის მფლობელია

 

“ნაპოლიმ” იტალიის თასის ფინალში “ფიორენტინა” 3:1 დაამარცხა და ისტორიაში მეხუთედ დაეუფლა საპატიო პრიზს. ჩინებულად ითამაშა ნეაპოლელმა ლორენცო ინსინიემ. მან დუბლიც მიითვალა და კიდევ შეეძლო გატანა. მესამე გოლი უკვე მსაჯის მიერ დამატებულ მეორე წუთზე მერტენსმა შეაგდო. ფლორენციელთაგან კი თავი ვარგასმა გამოიჩინა.

მოკლედ, ნეაპოლელთა თავკაცი, რაფა ბენიტესი ამ სეზონში უტიტულოდ მაინც არ დარჩა. “ნაპოლი” სერია A-ში მთალდ კარგად ვერ თამაშობს, მაგრამ თასი კი მოიპოვა.

მაგრამ თამაშზე მეტს უცხოური სააგენტოები იმ ინციდენტზე წერენ, რომლის გამოც შეხვედრა 45 წუთის დგვიანებით დაიწყო. საქმე ისაა, რომ სტადიონის გარე პერიმეტრზე ჩხუბი და სროლის ხმა ისმოდა, რის შედეგად ორი ნეაპოლელი და ერთი პოლიციელი დაიჭრნენ. ამბობენ, ერთი მათგანი კრიტიკულ მდგომარეობაშიაო. მოგვიანებით პოლიციამ გაარკვია, რომ ამ ამბავს ფეხბურთთან საერთო არაფერი ჰქონდა, უბრალოდ სხვადასხვა მტრულმა დაჯგუფებებმა საქმის გასარჩევად საფეხბურთო სიტუაცია გამოიყენეს.

მღელვარება იყო ტრიბუნებზეც და ნეაპოლელთა კაპიტან მარეკ ჰამშიკს გულშემატკივრებისადმი საგანგებო მიმართვაც დასჭირდა.

0.13628