ფეხბურთი

11:43 | 16.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ნაპოლი” იგუაინში 30 მილიონს იხდის

მადრიდის “რეალის თავდამსხმელ გონსალო იგუაინის შესაძლო ტრანსფერი ევროპული გამოცემებისთვის ჯერაც აქტუალურ სასაუბრო თემად რჩება. არგენტინელი ფეხბურთელის შეძენა ამჯერად იტალიურ “ნაპოლის” სურს და ერთ-ერთი აპენინური გამოცემის ინფორმაციით, კლუბი მზადაა, “რეალს” 30 მილიონი ევრო გადაუხადოს.

შეგახსენებთ, მიმდინარე სატრანსფერო სეზონზე იგუაინის გადაბირება ტურინის “იუვენტუსს” და ლონდონის “არსენალსაც” სურდათ. გავრცელდა ხმები, რომ ბრიტანელებმა 27-მილიონიანი შეთავაზებაც გაამზადეს, მაგრამ “სამეფო კლუბის” პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა ახლახან განაცხადა, რომ “არსენალს” “რეალისთვის” ოფიციალური წინადადებით არ მიუმართავს.

 


0.123553