ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს “ნაპოლი” მცველ დანილო დიამბროზიოს შეძენას შეეცდება, რომელიც ამჟამად “ტორინოში” ირჯება. ამის შესახებ გამოცემა Calcio Mercato იუწყება.
25 წლის ფეხბურთელს “ტორინოსთან” კონტრაქტი 2014 წლის ივნისში ეწურება და ამიტომ, ნეაპოლელები მზად არიან მის სანაცვლოდ 3 მილიონ ევროზე მეტი არ გადაიხადონ.
“ნაპოლის” გარდა, დიამბროზიოს საკუთარ რიგებში ხილვა მილანის “ინტერსა” და ტურინის “იუვენტუსსაც” სურთ.
მიმდინარე სეზონში “ტორინოს” მცველმა იტალიის სერია A-ში 8 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და ერთი საგოლე პასი გააკეთა.