ფეხბურთი

13:06 | 4.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ნაპოლი” ბარიოსს არ შეიძენს

იტალიური “ნაპოლი” მოსკოვის “სპარტაკის” ფორვარდის – ლუკას ბარიოსის შეძენას არ გეგმავს. ამის შესახებ Calciomercato.it-ი იუწყება.

უკანასკნელ პერიოდში გავრცელებული ინფორმაციით, იტალიელები პარაგვაელ ფორვარდს გონსალო იგუაინის დუბლიორად განიხილავდნენ, მაგრამ როგორც ირკვევა,  სამხრეთამერიკელის აპენინებზე გადასვლა თითქმის გამორიცხულია.

ბარიოსის სატრანსფერო ფასი 7-დან 10 მილიონ ევრომდე მერყეობს, ნეაპოლელებს კი, ამდენის გადახდა არ სურთ. თანაც, პარაგვაელს მოსკოვში მაღალი ანაზღაურება აქვს და არსებული ვითარებით კმაყოფილია.

 

0.11824