ფეხბურთი

13:55 | 24.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

ნანისთვის ბრძოლა გაჩაღდა

“მანჩესტერ იუნაიტედის” გარემარბის – ლუიშ ნანის შეძენა ერთბაშად რამდენიმე ევროპულ კლუბს სურს. ამის შესახებ იტალიური მედია იუწყება.

27 წლის პორტუგალიელის ხილვა მადრიდის “ატლეტიკოს”, ტურინის “იუვენტუსსა” და სტამბულის “ფენერბახჩეს” სურთ. ერთი ინფორმაციით, “ბებერ სინიორას” ნანის ტრანსფერი უკვე შეთანხმებული აქვს. თუკი პორტუგალიელი “იუვენტუსში” გადავა, მანჩესტერელები ტურინელთაგან 5 მილიონ ევროს მიიღებენ.

ცნობისათვის, ინგლსიის პრემიერლიგის გასულ სეზონში, ნანიმ “წითელი ეშმაკების” შემადგენლობაში 11 მატჩი ჩაატარა.

 

თეგებილუიშ ნანი
0.122937