ფეხბურთი

17:29 | 1.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ნანის მომავალი გაურკვეველია

ლისაბონის “სპორტინგის” გარემარბმა ნანიმ იჯარის ვადის ამოწურვის შემდეგ არ იცის დაბრუნდება თუ არა “მანჩესტერ იუნაიტედში”.

მისი განათხოვრება, “სპორტინგიდან” მარცხენა მცველის როხოს “მანჩესტერ იუნაიტედში” ტრანსფერის ნაწილი გახდა.

“მომავალში რა მელის არ ვიცი. ამჟამად, ფეხბურთით დატკბობა, თამაში და ფორმის პიკზე ყოფნა მსურს. შემდეგ რა მოხდება ვნახავთ, მაგრამ ახლა “მანჩესტერ იუნაიტედის” მოთამაშედ ვრჩები” – იუწყება 27 წლის პორტუგალიელის სიტყვებს ESPN-ი.

ნანის “მანჩესტერ იუნაიტედში” 229 მატჩი ჩაუტარებია, რომლებშიც 40 გოლი გაუტანია. დღესდღეობით, მას ხელფასს სრულად მანჩესტერელები უხდიან, რადგან ინგლისური კლუბი როხოს შეძენას მხოლოდ ასეთი პირობით შეძლებდა.

თეგებინანი
0.129338