ფეხბურთი

22:59 | 5.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ნანიმ "მანჩესტერთან" 2018 წლამდე გაახანგრძლივა

"მანჩესტერ იუნაიტედის" პორტუგალიელი ნახევარმცველი ნანი, კლუბში 2018 წლამდე დარჩება.

"მანჩესტერში" თამაშით ფანტასტიკური გამოცდილება მივიღე. ჩემთვის დიდი სტიმულია ივარჯიშო ყოველდღე ტოპ მოთამაშეებთან, რომელთაც ყოველ წელს ტიტულების მოგება აქვთ დაგეგმილი. ბედნიერი ვარ, რადგან ახალმა მწვრთნელმა ნდობა გამომიცხადა და შევეცდები, გუნდს წარმატების მიღწევაში დავეხმარო", _ განაცხადა ნანიმ

"წითელი ეშმაკების" დამრიგებელმა დევიდ მოიესმა, კლუბის ოფიციალურ საიტზე, ნანის შესახებ კომენტარი გააკეთა: "მოხარული ვარ ნანის ახალი კონტრაქტით, ის ჩვენთან კიდევ ხუთი წელი დარჩება. პორტუგალიელს უდიდესი შესაძლებლობები და გამოცდილება აქვს".

26 წლის ფეხბურთელმა, გასულ სეზონში პრემიერლიგის 10 მატჩში მიიღო მონაწილეობა. ამ ზაფხულს, პორტუგალიელის გადაბირება პსჟ-ს, "მონაკოს" და "ზენიტს" სურდათ.

შეგახსენებთ, რომ 2007 წელს, "მანჩესტერმა" ნანი ლისაბონის "სპორტინგისგან" 25.5 მილიონ ევროდ შეიძინა.

გიორგი ბალახაძე

0.14446