ფეხბურთი

16:21 | 2.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ნანი “მონაკოს” მიუახლოვდა

ზაფხულის სატრანსფერო სეზონში, საფრანგეთის უმაღლეს ლიგაში დაბრუნებული “მონაკო” ინგლისური “მანჩესტერ იუნაიტედის” გარემარბის – ლუიშ ნანის შეძენას გეგმავს. ამის შესახებ Tuttomercatoweb-ი იუწყება.

პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველის სანაცვლოდ, “მონაკო” 20 მილიონ გირვანქა სტერლინგს იხდის. რამდენადაც ცნობილია, მანჩესტერელები ამ თანხაზე უარის თქმას არ აპირებენ. ამგვარად, ძალზე დიდია ალბათობა იმისა, რომ მომდევნო სეზონში, ნანი საფრანგეთის ჩემპიონატში ვიხილოთ.

აღსანიშნავია, რომ ნანის გადაბირებით ტურინის “იუვენტუსიც” იყო დაინტერესებული, მაგრამ პორტუგალიელისთვის ბრძოლას უკვე გამოეთიშა.

 

0.114311