თამაშგარე

12:27 | 25.04.2012 | ნანახია [] - ჯერ

ნანი დაინიშნა

“მანჩესტერ იუნაიტედის” 25 წლის ნახევარმცველმა ნანიმ, თავის ინგლისელ მეგობარ გოგონა დანიელა მარტინსთან ნიშნობის შესახებ განაცხადა. ცნობილი პორტუგალიელი ფეხბურთელი და ინგლისელი ჟურნალისტი უკვე 4 წელია, რაც ერთად არიან.
“სიხარულით გაცნობებთ, რომ მე და დანიელა დავინიშნეთ”, - დაწერა Twitter-ზე ბედნიერმა პორტუგალიელმა.
იმედია, ხსენებული სიახლე ნანიზე მხოლოდ დადებით გავლენას მოახდენს. მის გუნდს, ხომ უახლოეს მომავალში “მანჩესტერ სიტის” წინააღმდეგ სეზონის უმთავრესი მატჩი ელის...
 

სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
0.119507