RECORD-ის ინფორმაციით, დღეს შუადღისას, "მანჩესტერ იუნაიტედიდან" ლისაბონის "სპორტინგში" განათხოვრებული ნანი ავარიაში მოყვა.
გულშემატკივართა საბედნიეროდ, თავად ფეხბურთელი არ დაშავებულა, მძიმე დაზიანება მხოლოდ მისმა მანქანამ მიიღო.
ნანი პორტუგალიას 7-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა. მიმდინარე სეზონში ნახევარმცველმა "სპორტინგის" მაისურით 5 მატჩი ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა.
გიორგი ბალახაძე