გამოჩენილ ქართველ მოჭადრაკეს, ნანა იოსელიანს 12 თებერვალს 50 წელი შეუსრულდა და სწორედ მისი სახელობის გარდამავალ თასზე, დღეს, თბილისის ჭადრაკის სასახლეში, სწრაფ ჭადრაკში ტურნირი გაიმართა.
ასპარეზობაში მონაწილეობდნენ ქვეყნის წამყვანი და ასევე, პერსონალურად მოწვეული ქალი მოჭადრაკეები. ქალთა შეჯიბრის პარალელურად კი, ჟურნალისტთა ტურნირიც ჩატარდა.
შვეიცარიული სისტემით, შვიდ ტურად გამართული ასპარეზობის შედეგად გამოვლენილ საუკეთესო სამეულებს ფასიანი პრიზები გადაეცათ, ხოლო ქალ მოჭადრაკეთა შორის გამარჯვებულ სოფიო გვეტაძეს, ფასიანი პრიზთან ერთად, ნანა იოსელიანის სახელობის გარდამავალი თასი ერგო.
ქალები:
1. სოფიო გვეტაძე - 6.0 ქულა
2. ნინო ხურციძე - 5.5 ქულა
3. ბელა ხოტენაშვილი - 5.0 ქულა
ჟურნალისტები:
1. რამაზ გურგენიძე (“მედია პალიტრა”) - 6.0 ქულა
2. ზაქრო ინწკირველი (“რუსთავი-2”) - 5.5 ქულა
3. თენგიზ ჩობანიძე (“მსოფლიო სპორტი”) - 5.5 ქულა
ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა - გია გიორგაძემ, უცხოეთში მცხოვრები ნანა იოსელიანის სახელით, ტურნირის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს მადლობა გადაუხადა.
ლაშა ქოიავა