ჭადრაკი

19:57 | 20.02.2012 | ნანახია [] - ჯერ

ნანა ძაგნიძე ლიდერთა სამეულშია

თბილისის სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში” გრძელდება “ვარსკვლავთა ტურნირი” ქალ მოჭადრაკეთა შორის. დღეს მორიგი სამი ტური გაიმართა.
შეგახსენებთ, რომ ამ ტურნირში ორი ქართველი იღებს მონაწილეობას - ნანა ძაგნიძე და მაია ჩიბურდანიძე. შეჯიბრების მესამე დღე წარმატებული ნანა ძაგნიძისთვის გამოდგა. მან სამივე პარტია მოიგო. მე-6 ტურში ნანამ თეთრი ფიგურებით ბულგარელი ანტოანეტა სტეფანოვა დაამარცხა, მე-7 ტურში შავი ფიგურებით ლიტველ მოჭადრაკე ვიქტორია ჩმილიტეს სძლია, მე-8 ტურში კი, ის მაია ჩიბურდანიძეს შეხვდა. საკმაოდ დაძაბული ბრძოლა იყო, მაგრამ ნანამ თეთრი ფიგურებით მაინც იმარჯვა და სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზე აინაცვლა.
რაც შეეხება მაია ჩიბურდანიძეს, მან წარუმატებლად იასპარეზა. მე-6 ტურში მაიამ თეთრი ფიგურებით რუს ალექსანდრა კოსტენიუკთან პარტია ყაიმით დაასრულა. მე-7 ტურში ჩიბურდანიძემ ამ ტურნირში პირველი მარცხი განიცადა - შავი ფიგურებით ბულგარელ ანტოანეტა სტეფანოვასთან. ხოლო მე-8 ტურში ნანა ძაგნიძესთან დამარცხდა.
სამშაბათს დასკვნითი სამი ტური გაიმართება და გამოვლინდება “ვარსკვლავთა ტურნირის” გამარჯვებული.

VI ტური:
ნანა ძაგნიძე (საქართველო) 1:0 ანტოანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი)
მაია ჩიბურდანიძე (საქართველო) 0,5:0,5 ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი)
ანა ზატონსკიხი (აშშ) 0,5:0,5 პია კრამლინგი (შვედეთი)
ნადეჟდა კოსინცევა (რუსეთი) 0,5:0,5 ტატიანა კოსინცევა (რუსეთი)
ანა მუზიჩუკი (სლოვენია) 0,5:0,5 კატერინა ლაჰნო (უკრაინა)
ზეინაბ მამედიაროვა (აზერბაიჯანი) 0:1 ვიქტორია ჩმილიტე (ლიტვა)
VIIტური:
ვიქტორია ჩმილიტე 0:1 ნანა ძაგნიძე
კატერინა ლაჰნო 1:0 ზეინაბ მამედიაროვა
ტატიანა კოსინცევა 1:0 ანა მუზიჩუკი
პია კრამლინგი 0,5:0,5 ნადეჟდა კოსინცევა
ალექსანდრა კოსტენიუკი 0:1 ანა ზატონსკიხი
ანტოანეტა სტეფანოვა 1:0 მაია ჩიბურდანიძე
VIII ტური:
ნანა ძაგნიძე1:0 მაია ჩიბურდანიძე
ანა ზატონსკიხი 0:1 ანტოანეტა სტეფანოვა
ნადეჟდა კოსინცევა 0:1 ალექსანდრა კოსტენიუკი
ანა მუზიჩუკი 0:1 პია კრამლინგი
ზეინაბ მამედიაროვა 0:1 ტატიანა კოსინცევა
ვიქტორია ჩმილიტე 0,5:0,5 კატერინა ლაჰნო

სატურნირო მდგომარეობა:
კატერინა ლაჰნო, პია კრამლინგი 6-6
ნანა ძაგნიძე 5,5
ანა მუზიჩუკი 5
ნადეჟდა კოსინცევა, ტატიანა კოსინცევა, მაია ჩიბურდანიძე 4
ალექსანდრა კოსტენიუკი, ანტოანეტა სტეფანოვა, ანა ზატონსკიხი 3,5
ვიქტორია ჩმილიტე 3
ზეინაბ მამედაროვა 0
 

 

ლაშა ქოიავა

 

0.117712