“კალიარის” ნახევარმცველ რაჯა ნაინგოლანის “რომაში” გადასვლას ოფიციალურ დოკუმენტზე ხელის მოწერაღა აკლია. იტალიური სპორტული გამოცემების ცნობით, კლუბებმა უკვე სატრანსფერო თანხაზეც მოილაპარაკეს – რომაელები ბელგიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ “კალიარის” 9 მილიონ ევროს გადაუხდიან.
“რომაში” ნაინგოლანი წლიურად 1,5 მილიონ ევროს მიიღებს. შეგახსენებთ, სერია A-ს მიმდინარე სეზონში, 17 მატჩში 2 გოლის გამტანი ჰავბეკის შეძენის სურვილი თითქმის ყველა წამყვანმა იტალიურმა კლუბმა გამოთქვა. საბოლოოდ “მილანს”, “ინტერს”, “იუვენტუსსა” და “ნაპოლის” “რომამ” აჯობა.